სილაბუსი

3 თვე

28 შეხვედრა

900

კომუნიკაცია

ციფრული პროექტების მენეჯმენტი

დისტანციური კურსი

პროექტის მენეჯმენტი ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  ნაწილია. მისი ინსტრუმენტები გვეხმარება პროექტები დავასრულოთ წარმატებით, შესაბამის დროსა და ბიუჯეტში. 


სამყაროს განვითარების სწრაფმა ტემპებმა, განსაკუთრებით კი ციფრული ინდუსტრიის  კომპლექსურმა პროექტებმა, თანამედროვე მოქნილი მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.  რადგან ცვლილებებისთვის და მსოფლიოს ახალი გამოწვევებისთვის დროული და მოქნილი პასუხი ბიზნესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა, ეჯაილ სტრუქტურის დანერგვა პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანიების გარდა, დაიწყეს ისეთმა სფეროებმაც როგორიცაა საბანკო ან თუნდაც მანქანათმშენებლობა.


კურსი მიმოიხილავს ციფრული პროდუქტების შექმნის ყველა ეტაპს და მოიცავს იმ ინსტრუმენტებს, დოკუმენტებს და მეთოდებს რაც პროექტის მენეჯერს დაეხმარება მართოს გუნდი და სამუშაო პროცესი რაც საჭიროა პროექტის მიზნის მისაღწევად.


კურსის განმავლობაში მსმენელები:

  • შეიძენენ ცოდნას პროექტის მენეჯმენტის საფუძვლებზე. 
  • გაეცნობიან პროექტის არსს და მისი ეფექტური მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. 
  • პროექტის დაგემვა და კონტროლისათვის საჭირო ხელსაწყოებს
  • შეისწავლიან Agile მეთოდოლოგიებიდან ყველაზე გავრცელებულ, სქრამის ჩარჩო-პროგრამას. 
  • სქრამის როლებსა და ღონისძიებებს.