სილაბუსი

2 თვე

14 შეხვედრა

900

კომუნიკაცია

ვებ პროექტების მენეჯმენტი

დისტანციური კურსი

ვებ პროექტების მართვის კურსი იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს გრაფიკული ან ვიზუალური დიზაინის გარკვეული გამოცდილება და ვისაც სურს უნარების განვითარება ვებსა და აპლიკაციების პროექტების მენეჯმენტში. ის ასევე იდეალური იქნება ყველასთვის, ვისაც აქვს გამოცდილება ვებ და მობაილ აპლიკაციების დეველოპმენტში და სურს გააუმჯობესოს ვიზუალური დიზაინისა და ანალიზის უნარები პროექტების მართვისთვის. კურსი გამოადგებათ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს რომლებიც დამკვეთის როლში ემუშავებიან შესაბამის დეველოპერებს, დიზაინერებს ან კომპანიებს, რომლებმა უნდა შეუსრულონ რაიმე ვებ ან მობაილ აპლიკაციის პროექტი.

 

თემები, რომლებსაც კურსზე განვიხილავთ:

•   კვლევის გამოწვევები

•   დაგეგმვა

•   მიზნების დასახვა

•   მომხმარებლის ქცევა

•   კონტენტის სტრუქტურა

•   ინტერაქტიული მიმდევრობის შემუშავება

•   Wireframe-ების შექმნა

•   High-fidelity მაკეტები

•   პროტოტიპები

•   რესპონსიული ვებდიზაინი და ვები მობილურზე – გამოწვევები

•   Mobile-first მიდგომა

•   განსხვავება Native აპლიკაციებსა და ვებსაიტებს შორის

 

კურსზე თქვენ მიიღებთ ცოდნას კომპლექსური ვებგვერდის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავების, საიტის სტრატეგიისა და მასშტაბის განსაზღვრის, აგრეთვე მისი ინფორმაციის არქიტექტურისა და საერთო სტრუქტურის შემუშავების შესახებ.

 

კურსის გავლის წინაპირობა -  გამოცდილება, UI/UXI დიზაინსა და დეველოპმენტში, IT პროექტების განხორციელების გამოცდილება.

 

ამ კურსზე თქვენ დაეუფლებით ვებპროექტების მართვის მთავარ პრინციპებს, რაც საშუალებას მოგცემთ დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში შექმნათ ვებგვერდები.