სილაბუსი

2 თვე

14 შეხვედრა

650

ვებ პროგრამირება

Python

მოკლე კურსი

Python დღესდღეობით ძალზედ პოპულარული ენაა, რომელიც გამოიყენება თანამედროვე დეველოპმენტის პრაქტიკულად ყველა სფეროში. მაგალითად ამ ენის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ვებ-აპლიკაციების შექმნას, თამაშების დაწერას, მონაცემთა
ანალიზს, სისტემური ადმინისტრირების ამოცანების ავტომატიზაციას და მრავალი სხვ.
Python საბაზო კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით ამ ენის ძირითად ცნებებს, მის კონსტრუქციას, მონაცემთა ტიპებს და სტრუქტურას, სამართავ ბლოკებს, ციკლებს,
ფუნქციებს, შეეხებით საბაზო დონეზე ობიექტზე- ორიენტირებულ დაპროგრამების პრინციპებს და სხვ.
კურსი გათვლილია დამწყებთათვის - ვისაც სურს ჩამოუყალიბდეს პროგრამირების ბაზისი და მათთვის ვისაც სურს გაიმეოროს Python დაპროგრამების ენის ძირითადი
პრინციპები პრაქტიკაში.

სწავლის შედეგი კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
1. Python დაპროგრამების ენის საფუძვლები, ფილოსოფია
2. მარტივი და საშუალო სირთულის სკრიპტების/პროგრამების შექმნის მეთოდები
3. მარტივი და საშუალო დონის ვებ-აპლიკაციის შექმნა
4. მონაცემების დამუშავება, შენახვა, გადაგზავნა