სილაბუსი

4 თვე

40 შეხვედრა

1200

ვებ პროგრამირება

ჯავასკრიპტი

პროფესიული კურსი

დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩნდება ახალი კომპიუტერული მოწყობილობები, მატულობს მოთხოვნა პროგრამისტებზე, ადამიანებზე რომლებსაც კომპიუტერული მოწყობილობების „გაცოცხლება“ შეუძლიათ. შესაბამისად ჩნდება ახალი პროგრამული ენები, რომლებიც კონკრეტული ტიპის პროგრამების შესაქმნელად გამოიგონეს. დღეს პროგრამისტები იძულებულები არიან რამოდენიმე ენა შეისწავლონ. ვინაიდან ერთი შეხედვით არ არსებობს, ერთი უნივერსალიური ენა, რომლითაც დღეს არსებული მრავალფეროვანი ოპერაციული სისტემებისა და კომპიუტერული მოწყობილობებისათვის კომპიუტერული კოდის შექმნა იქნებოდა შესაძლებელი.


მაგრამ JavaScript-ი რომელიც არ არის ახლად შექმნილი ენა და თავის დროზე სკრიპტების (ვებ ბრაუზერებისთვის მარტივი ინსტრუქციების) შესაქმნელად გამოიგონეს დღეს სრულფასოვან პროგრამულ ენად ჩამოყალიბდა.


ვებ საიტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ ენას იყენებს რათა მომხმარებელს მრავალფეროვანი და მოსახერხებელი ფუნციონალი შეთავაზოს. უფრო მეტიც, ამ პროგრამულ ენაზე უკვე შესაძლებელია როგორც ვებგვერდის ვიზუალური ნაწილის გაცოცხლება (FrontEnd) ასევე მისი უკანა მხარის (BackEnd) აწყობაც და მონაცემთა ბაზებთან მუშაობა. თუმცა JavaScript-ის შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება. ბოლო წლებში შექმნილი სხვადასხვა ტექნოლოგიების წყალობით, ჯავასკრიპტი უნივერსალურ ენად გადაიქცა, რომელიც ძალიან ბევრი დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. მხოლოდ ჯავასკრიპტით უკვე შესაძლებელია მობილურ აპლიკაციებზე მუშაობა, რომლებიც თავსებადი იქნება როგორც iOS, ისე Android სისტემებზე. შესაძლებელია თამაშების აწყობა და მიკრო კონტროლიორების დაპროგრამებაც კი. შესაბამისად JavaScript-ი მულტიფუქციონალურ, უნივერსალურ პროგრამირების ენად ყალიბდება.


ამას ემატება თავად ენის სიმარტივე და ამ ენის განვითარებაზე მომუშავე პროგრამისტების გაერთიანებები, რომელბიც მუშაობენ ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე. JavaScript-ს შეუცვლელ ტექნოლოგიად აქცევს მისი უნივერსალურობა. ამას ადასტურებს ისიც რომ უამრავი ტექნოლოგიური კომპანია უკვე აქტიურად იყენებს ჯავასკრიპტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს და მათი რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება.


React js ერთ-ერთი ტექნოლოგიაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს JavaScript-ის დეველოპერებს შორის. იგი შექმნილია და ვითარდება კომპანია Facebook-ის მიერ, რომელიც აქტიურად იყენებს ამ ტექნოლოგიას და მუდმივად ზრუნავს მის სრულყოფაზე. React უნივესალური ტექნოლოგიაა, რომელიც თავდაპირველად დინამიური საიტების Frontend-ზე სამუშაოდ შეიქმნა. ამ ტექნოლოგიას იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Facebook, Instagram, Netflix, Airbnb, Paypal და მრავალი სხვა. თუმცა რეაქტის გამოყენების არეალი დიდი ხანია გასცდა ვებ დეველოპმენტს. მისი საშუალებით შესაძლებელი როგორც მობილური, ასევე დესკტოპ აპლიკაციების შექმნა და ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია იყენებს მას. თავისი სიმარტივის და უნივერსალურობის წყალობით რეაქტი დღეს დღეისობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიაა მსოფლიოში.



ვიდეო გაკვეთილები