სილაბუსი

2 თვე

14 შეხვედრა

650

კომუნიკაცია

ციფრული პროდუქტის შექმნა და მართვა

მოკლე კურსი

"იდეები ყველას აქვს, მაგრამ მათი გასაგებად გადმოცემის ცოდნა ძალიან ცოტას!" - ასე გვგონია ჯეოლაბში!

ამიტომ…

მისთვის ვინც, პრობლემებში უმეტესად შესაძლებლობებს ხედავს, ყოველ დღე მინიმუმ ერთი სტარტაპ ან „რა-კარგი-იქნებოდა-ტიპის” იდეა აქვს, მიუხედავად იმისა სტარტაპერია, ენტრეპრენერი, კორპორატიული თანამშრომელი, თუ რომელიმე მათგანი მომავალში, ჯეოლაბი იწყებს სპეციალურ Product Design-ის კურსს, სადაც ისწავლი, როგორ გარდაქმნა იდეა კონცეფციად და შესაბამის ფორმატში გამოსახო.

კონცეფციებს (ანუ დაღვინებულ-გააზრებულ-ჩამოყალიბებულ იდეებს) სტანდარტული ფორმატი აქვთ იმისათვის, რომ გასაგები იყოს ინვესტორისთვის, პარტნიორისთვის, მენეჯერისთვის თუ კომპანიებისთვის, რომელსაც „ფროდაქშენის“ დაკვეთას აძლევთ. კურსი, რომელიც ასწავლის პროცესს, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას „მოფრენილი“ იდეა დადოკუმენტებულ კონცეფციად, არის „ფრეიმვორკი“ (ესეც კომპეტენტურად ჟღერს), რომელიც იდეების გენერირების პროცესს საგრძნობლად აჩქარებს და წარმადობასაც მნიშვნელოვნად ზრდის.