სილაბუსი

2 თვე

12 შეხვედრა

650

კოდირება

პროგრამირება და ლოგიკა

მოკლე კურსი

იმ საქმის დიდი ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში ჩვენ მაგივრად მანქანები ანხორციელებენ. სავარაუდოდ ის, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დიდი ხანია აზრი დაკარგა კომპიუტერთან მუშაობის შემსწავლელმა კურსებმა, დღეს კომპიუტერთან, კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობას ადამიანი პატარაობიდანვე, სიარულისა და ლაპარაკის პარალელურად სწავლობს. პარადოქსია მაგრამ როდესაც საქმე ჭკვიან მოწყობილობებს ეხება, ხშირად პატარებმა, დიდებზე უფრო მეტი იციან. მაგრამ პატარების ცოდნა, როგორც წესი არ არის სისტემატიზირებული და გართობისკენ, თამაშისაკენ არის მიამრთული. არადა თუკი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ბავშვები, პატარაობაშივე შეისწავიან პროგრამულ კოდთან მუშაობის პრონციპებს. თუკი ეს რთული პროცესი სახალისო თამაშის ფორმით იქნება წარმოდგენილი, ბავშვობაში მიღებული ცოდნა, მომავალში არჩეული პროფესიის მიუხედავად, დაეხმარება მათ რთული ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრაში. ყველ წელს მცირდება იმ პროფესიების რაოდენობა რომლებშიც კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა, სამსახურის დაწყების აუცილებელი პირობა არ არის. ბევრი ავტოტრიტეულ წყაროში დღეს ღიად საუბრობენ იმაზე რომ პროგრამულ კოდთან მუშაობა მომავალში, ერთ-ერთი აუცილებელი უნარი იქნება სხვადახვა სამსახურში აყვანისას.

პროგრამული კოდის სახელოსნოში პატარები პროგრამირების საფუძვლებსა და ციფრულ ლოგიკას შეისწავლიან. სასწავლო მასალა, ინტერაქტიული თამაშის, playground-ის სახით იქნება წარმოდგენილი. სწავლის განმავლობაში ბავშვები თავად შექმნიან სხვადასხვა ალგორითმებს, ინტერაქტიულ თამაშში წამოჭრილი პრობელმებისა და ამოცანების გადასაჭრელად. ამ პროცესში მათ კოდის დაწერაც მოუწევთ. ბრძანებები რომლებიც გამოიყენება კოდის დასაწერად კომპანია APPLE-ის მიერ შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პროგრამული ენის swift-ის სინტაქსს შიცავს. მიღებული ცოდნა პატარებს დაეხმარება შეიმუშავონ პროგრამულ ენებთან მუშაობის მიდგომები და საფუძვლებთან ერთად შეისწავლონ პროგრამული ენის საწყისები. ერთად ავუწყოთ ფეხი ტექნოლოგიებს და ვასწავლოთ პროგრამირება პატარებს სანამ ეს მათვის სახალისო თამაშს წარმოადგენს..