სილაბუსი

2 თვე

14 შეხვედრა

650

კომუნიკაცია

Facebook Ads, Google AdWords, Google Analytics, SEO

მოკლე კურსი

დღეს, როცა ყველა მიისწრაფვის ციფრულ სივრცეში მაქსიმალური ხილვადობისკენ, მხოლოდ ვებსაიტის ან სოციალური ქსელის გვერდის ფლობა აღარ არის საკმარისი წარმატებისთვის...

საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციებისთვის კომპანიებს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული, სოციალური პლატფორმები სულ უფრო მეტ პირობას უყენებენ რეკლამის განმთავსებლებს - ჯამში კი გამოდის, რომ თუ თქვენ წარმატებულ SEO პრაქტიკებსა და ციფრულ რეკლამას (თავისი მძიმე არტილერიით) ერთად არ იყენებთ, თქვენ ვერ მოიგებთ ციფრულ ომს.

ციფრული რეალობიდან გამომდინარე, რეკლამის განმთავსებლისთვის მთავარი ამოცანაა - მიაწოდოს მომხარებელს საინტერესო ინფორმაცია ოპტიმალურ დროს, კონკრეტულ ადგილას, კონკრეტული მოწყობილობის გამოყენებისას. ამ კურსის ფარგლებში სტუდენტები სწორედ ამ ამოცანის ამოხსნის გზებს შეისწავლიან - როგორ განსაზღვრონ, რა არის რელევანტური კონკრეტული აუდიტორიისთვის, როგორ იპოვონ ეს აუდიტორია იქ, სადაც კომფორტულად გრძნობს თავს, როგორ შეარჩიონ ინფორმაციის მიწოდების ოპტიმალური ფორმატი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება რეპორტებში, როგორ უნდა გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია და მთავარი, რა ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს ციფრული ომის მოსაგებად.

 

კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

  • ვებგვერდების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის
  • ეფექტური ლენდინგის შექმნა
  • ციფრული რეკლამის მნიშვნელობა და უპირატესობები
  • ციფრული რეკლამის ძირითადი არხები, მათი სარეკლამო ფორმატები და შესაძლებლობები
  • Facebook-ზე რეკლამის შექმნა, შედეგების კონტროლი, ანალიზი და ოპტიმიზაცია
  • Google-ში რეკლამის შექმნა, შედეგების კონტროლი, ანალიზი და ოპტიმიზაცია