სილაბუსი

2 თვე

14 შეხვედრა

650

დიზაინი

ვიდეო გრაფიკა და მონტაჟი

მოკლე კურსი

ადამიანი თავისი ისტორიის მანძილზე მუდამ ცდილობდა გამოსახულების საშუალებით აღეწერა და გადმოეცა ის, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამის ნათელი მაგალითია ვიზუალური ხელოვნების მთელი ისტორია. დღემდე შემორჩა უამრავი ნახატი და ქანდაკება, რომელზეც ისტორიული ბრძოლები, მნიშვნელოვანი ცერემონიები და რელიგიური ხასიათის სიუჟეტებია გამოსახული. მართალია, ისტორიის მანძილზე ადამიანს ჰქონდა მცდელობა, რომ მოძრავი გამოსახულებაც შეექმნა, მაგრამ დღევანდელ დღემდე ამის ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობდა. დღემდე, მოძრაობის გადმოცემის სურვილის მიუხედავად, ვიზუალური გზავნილი სტატიკური იყო. შესაბამისად, დღემდე მოღწეული ხელოვნების ყველა შედევრი საბოლოო ჯამში ერთ ადგილზე არის გაჩერებული.

დღეს უკვე შესაძლებელია საკუთარი გზავნილის მოძრაობის საშუალებით გადმოცემა, ვიდეო გამოსახულებისა და გრაფიკული ელემენტების გაერთიანებით ვიდეო პროდუქტების შექმნა. დღეს ადამიანის თვალი იმდენად მიჩვეულია ვიდო გზავნილებს, რომ ძალიან ძნელია მისი ყურადღების მიპყრობა სტატიკური გამოსახულებით. ამიტომ სხვადასხვა ორგანიზაცია, კომერციული კომპანია, უამრავ რესურსს ხარჯავს მოკლე სარეკლამო რგოლებისა და ინფორმაციული ვიდეო გზავნილების შესაქმნელად.

კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან როგორც ვიდეო გადაღებას, ასევე, Adobe AfterEffect-სა და Adobe Premier-ში მუშაობას. ასევე, ხმის ჩაწერასა და დამუშავებას. კურსის განმავლობაში მსმენელები ასევე რეალურ პროექტებზე იმუშავებენ და თავად შექმნიან ვიდეო პროდუქტებს.