სილაბუსი

2 თვე

14 შეხვედრა

650

დიზაინი

შრიფტის დიზაინის საფუძვლები და ფონტ-ინჟინერია

მოკლე კურსი

იმისათვის, რომ შეიქმნას კომპიუტერული შრიფტი, რასაც ფონტს ვეძახით, საჭიროა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. ყველაფერი იწყება შრიფტის დიზაინით, რომელიც, მოგვიანებით, გრაფიკულ პროგრამებში იხაზება, კონტურები იხვეწება და მზადდება ინჟინერიისთვის. ხშირად თავად დიზაინშიც არის საჭირო იმ დეტალების გათვალისწინება, რის გარეშეც შემდგომში სრულყოფილი ფონტ-ფაილი ვერ შეიქმნება. აღნიშნულ პროცესში, გარდა დიზაინერისა და ფონტ-ინჟინერისა, მრავალი ადამიანი იღებს მონაწილეობას, მაგალითად, მტესტავი, ჰინტირების სპეციალისტი და ა.შ.

აღნიშნული კურსის მიზანია ძირითადი ფოკუსის ფონტ-ინჟინერზე შეჩერება, რომელიც ამ პროცესში ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამშობს. კურსის განმავლობაში მოხდება შრიფტის დიზაინისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებაც, რის გარეშეც სრულყოფილი ფონტ-ფაილი ვერ მიიღება.

ფონტ-ინჟინერი პასუხისმგებელია შექმნილი დიზაინის ფონტ-ფაილად გარდაქმნაზე, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ დაკვირვებას, პროგრამული კოდებისა და ხელსაწყოების ცოდნას მოითხოვს.

სამწუხაროდ, საქართველოში ფონტ-ინჟინერიის პროფესია არ არსებობს და ის ფონტები, რომლებიც გავრცელებულია, ტექნიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

კურსის მიზანია, სტუდენტებს გადასცეს სიღრმისეული ცოდნა ფონტ-ინჟინერიის შესახებ. ეს მათ მომავალში დაეხმარება, გარკვეული დიზაინის საფუძველზე შექმნან ისეთი პროდუქტი - ფონტი, რომელიც გამართულად იმუშავებს ყველა გრაფიკულ პროგრამაში, გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ფუნქცია, როგორებიცაა ლიგატურები, ალტერნატივები. გათვლილი იქნება როგორც პრინტ, ასევე, ეკრანული გამოსახულებისათვის.