სილაბუსი

2 თვე

14 შეხვედრა

650

კოდირება

პროგრამირება C#

მოკლე კურსი

2012 წლის დასაწყისში, ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა (Michael Rubens Bloomberg) განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, მომავალი წლის განმავლობაში, მისი უშუალო მოვალეობების პარალელურად, პროგრამული ენების შესწავლასაც დაუთმოს დრო. ბლუმბერგის ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პროგრამულ კოდთან მუშაობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის აუცილებელია.

2014 წელს ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა „პროგრამირების საათს“ (Hour of Code) დაესწრო და თავადაც დაწერა პროგრამული კოდი. „პროგრამირების საათი“ ფართომასშტაბიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა სასწავლებლის მოსწავლეები, ერთი საათის განმავლობაში, ეცნობიან პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს, რათა თავად სცადონ და დაინტერესდნენ. როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, ბარაკ ობამა პირველია ამერიკის პრეზიდენტებს შორის, ვინც პროგრამული კოდი დაწერა.

კურსის მიზანია, მსურველებს პროგრამირების საწყისები გააცნოს. ის პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის განმავლობაში მსმენელები მარტივ პროგრამებს აწყობენ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ ენაზე, C#-ზე. კურსის განმავლობაში სტუდენტები ეცნობიან ობიექტზე ორიენტირებულ და პროგრამების მთავარ პრინციპებს.

კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი მსურველისათვის არის განკუთვნილი.

ვიდეო გაკვეთილები

ლექტორის ასისტენტები