სილაბუსი

4 თვე

40 შეხვედრა

1200

თამაშების დეველოპმენტი

პროგრამირება Unity 3D

პროფესიული კურსი

Unity კროსპლატფორმული პროგრამაა, რომელიც, ძირითადად, კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად გამოიყენება. Unity 2005 წელს შეიქმნა, როგორც Apple-ის კომპიუტერებისათვის (OS X) კომპიუტერული თამაშების შესაქმნელი სისტემა. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ის კროსპლატფორმულ სისტემად ტრანსფორმირდა. კროსპლატფორმულობა საშუალებას იძლევა, პროგრამისტის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა თამაშმა სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშაოს. ადრე თამაშების შემქმნელები კონკრეტულად რომელიმე პლატფორმისთვის, ოპერაციული სისტემისათვის ქმნიდნენ თამაშს. შესაბამისად, მაგალითად, Windows პლატფორმისთვის შექმნილი თამაში არ მუშაობდა, ვერ ეშვებოდა Apple-ის კომპიუტერებზე. Unity-ს საშუალებით შექმნილი თამაშები, შეიძლება 20-ზე მეტ პლათფორმაზე გაეშვას. მათ შორის, Windows, Android, Mac OS, iOS, Xbox, Wii და ა. შ. ასევე სხვადასხვა ვებ ბრაუზერში. Unity 3D სხვადასხვა სახის 2D და 3D გამოსახულების იმპორტირების საშუალებას იძლევა (Autodesk 3ds Max, Maya, Softimage, Blender, Modo, ZBrush, Cinema 4D, Cheetah 3D, Adobe Photoshop, Adobe Fireworks). შესაბამისად, Unity-ში შესაძლებელია 2D და 3D თამაშების შექმნა. Unity 3D-ში ინტეგრირებული თაიმლაინი თამაშის შემქმნელებს მნიშვნელოვნად უადვილებს საქმეს.

კურსის ფარგლებში სტუდენტები იმ ძირითად პრინციპებს სწავლობენ, რომელზე დაყრდნობითაც კომპიუტერული თამაშები იქმნება. ლექტორის მომზადებული სასწავლო მასალის მიხედვით, სტუდენტები თავად ქმნიან Unity-ში კროსპლატფორმულ თამაშებს. კურსი რამდენიმე საგნისგან შედგება და ოთხი თვე გრძელდება. კურსის ფარგლებში სტუდენტები ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ლექტორების დახმარებით, საკუთარ პროექტებზე მუშაობენ.

ვიდეო გაკვეთილები