სილაბუსი

4 თვე

40 შეხვედრა

1200

მობილური პროგრამირება

მობილური პროგრამირება ANDROID (Java)

პროფესიული კურსი

პროგრამირების ენა JAVA, Android აპლიკაციების შექმნისას, გარკვეული თვალსაზრისით შეუცვლელია, ვინაიდან JAVA „native“, ბუნებრივ ენად ითვლება Android ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისათვის. შესაბამისად, ამ პროგრამულ ენაზე Android აპლიკაციის შექმნისას, შესაძლებელია ყველა იმ შესაძლებლობის სრულად გამოყენება, რომელსაც Android ოპერაციული სისტემა გვაძლევს. ვინაიდან ამ ოპერაციულ სისტემაზე დღეს Google ზრუნავს და მისი უშუალო პატრონაჟით ვითარდება, ძალიან მარტივად ხდება JAVA-ზე დაწერილი აპლიკაციის Google-ს სხვადასხვა სერვისთან მიერთება, როგორიცაა, მაგალითად Google Maps. შესაბამისად, თუ თქვენს აპლიკაციაში რუკის გამოყენებას გადაწყვეტთ, შეგეძლებათ არა მარტო Google-ის მზა რუკების გამოყენება, არამედ უამრავი სხვადასხვა სერვისის, რომელიც Google-ის ამ პროდუქტთან არის დაკავშირებული.

JAVA-ზე სამუშაოდ Google-მა სპეციალური პროგრამაც გამოუშვა, რომელსაც Android Studio ჰქვია. Android Studio-ში არა მარტო მობილური მოწყობილობებისათვის არის შესაძლებელი სხვადასხვა აპლიკაციის შექმნა, არამედ ისეთი ინოვაციური პროდუქტებისათვის, როგორიცაა Pepper და Android სისტემაზე მომუშავე Smartwatch.

კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ JAVA-ზე პროგრამული კოდის შექმნას და Android Studio-ს პროგრამულ გარემოში მუშაობას. სტუდენტებს საშუალება აქვთ, მეცადინეობისას გამოიყენონ არა მარტო სმარტფონები, არამედ Pepper და Smartwatch, ანუ, შექმნან პროგრამული კოდი ამ ინოვაციური მოწყობილობებისათვის და თავად დატესტონ, როგორ მუშაობს მათი შექმნილი აპლიკაციები ამ მოწყობილობებზე. კურსი რამდენიმე საგნისაგან შედგება და ოთხი თვე გრძელდება. კურსის ფარგლებში სტუდენტები ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ლექტორების დახმარებით, საკუთარ პროექტებზე მუშაობენ.

ვიდეო გაკვეთილები

ლექტორის ასისტენტები