ანანო ასპანიძე

დეველოპერი

ანანო არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბაკალავრი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით.

აქვს სხვადასხვა კომპანიაში გაყიდვების, მარკეტინგის, HR და ღონისძიებების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. ასევე, მუშაობდა თარჯიმნად რუსულ და ინგლისურ ენებზე.

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, პროფესია შეეცვალა.

2015-2017 წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე.

პირველივე ლექციაზე მიხვდა, რომ საყვარელ პროფესიას მიაგნო.

ამ ეტაპზე მუშაობს რამდენიმე ადგილას:

  • ჯეოლაბში Full-Stack ვებ დეველოპერად და ლექტორად C#-ის კურსზე.
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ბაკალავრებს და მაგისტრანტებს ასწავლის "შესავალს ტექნოლოგიებში" და "ვებ პროგრამირებას (ფრონტი)"
  • Lead დეველოპერად ჩეთბოტების სტარტაპში AnimaChatbotics.
  • განათლების სამინისტროში პროგრამისტების ჯგუფის ხელმძღვანელად ელექტრონული რესურსების პროექტზე school.emis.ge
  • Full-Stack ვებ დეველოპერად ელექტრონული ტენდერების პლატფორმაზე etenders.ge
  • არის ლიტერატურული პროექტის "ლიტჰაიკერი" თანაორგანიზატორი და რედაქტორი