ნიკოლოზ ასტამიძე

თამაშების დეველოპერი

სწავლობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე.

აქვს ბლოგი, სადაც განთავსებულია სტატიები თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებზე.

2012 წ. ელ. წიგნების სახლში “საბა”, ვებდეველოპერი.

გააჩნია პედაგოგიური გამოცდილება და ჩატარებული აქვს სოციალური მედიის ტრენინგები.

ვებდეველოპერი კომპანიებში “Octappus Studio” და “Nextep”.

მუშაობდა აუდიტორიების სამართავ ელექტრონულ პლატფორმაზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიწვევით, ლექციათა კურსი ჩაატარა თემაზე „თამაშების შექმნა Unity-ში“, ქალაქ გორის ინოვაციების ლაბორატორიაში.

ჩატარებული აქვს ტრენინგები თემაზე “მომავლის ტექნოლოგიები” და “როგორ ვმართოთ ბლოგი” ბანაკ “EGMA Camp”-ში, ბაკურიანსა და წყალტუბოში.

პროექტები:

მუშაობდა განათლების სამინისტროსა და კომპანია „Microsoft“-ის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ინტერაქციული თამაშები დაწყებითი კლასებისთვის.

მისი ბოლო პროექტებია:

Space X

Sort And Recycle