ნინო გელაშვილი

ჟურნალისტი, პროდიუსერი, მედია მკვლევარი

2010 წლიდან დღემდე - სოციალური მედიის ტრენერი.

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია და მუშაობს თემაზე - “მონაცემების ვიზუალიზაცია ქართულ ონლაინ მედიაში”.

ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან, რამდენიმე მედია კვლევის ავტორი და თანაავტორია.

გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მიიღო რამდენიმე სტიპენდია, მათ შორის, “ევროსაბჭოსა” და “ევროპარლამენტში” სტაჟირების გასავლელად, ასევე, კანის კინოფესტივალის გასაშუქებლად.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი ჟურნალისტიკაში.

პროექტები:

მონაწილეობდა ვებპროექტებში: “ევროკავკასიური ახალი ამბები” და “კანის კინოფესტივალის ონლაინ გაშუქება”.