დაახარისხე და გადაამუშავე

ამ აპლიკაციის საშუალებით ბავშვი ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პროცესს მართავს. თამაშით სწავლობს როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ნარჩენები, რა შეიძლება დავამზადოთ იმისაგან რასაც ნაგავში ვაგდებთ. შესაბამისად ნარჩენების დიფერენცირების და მათი გადამუშავების მნიშვნელობასაც ხედავს. იგივე მიზნის მისაღწევად, ანუ პატარების ეკოლოგიური განათლების მიზნით, რამდენიმე წლის წინ სავარაუდოდ ილუსტრირებული წიგნი გამოიცემოდა, რომელშიც სხვადასხვა ისტორიების საშუალებით ბავშვებს, მათი მშობლები შესაბამის ინფორმაციას მიაწოდებდნენ. დღეს კი ბავშვებს თავად შეუძლიათ, თამაშით მიიღონ შესაბამისი ცოდნა.

თამაშის გადმოწერა როგორც iOS, ისე Android მოწყობილობების მფლობელებს შეუძლიათ.

პროექტზე მუშაობდნენ: ნიკოლოზ ასტამიძე, პავლე ტაბატაძე, სანდრო ასათიანი.

https://github.com/sandroasatiani/CENN_InteractiveBook